ამ ზაფხულს საქართველოს ქალაქებში მრავალი ტექნოლოგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და ბიზნეს ღონისძიება გაიმართება, თუმცა ყველა ამ მიმართულებას გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026 გააერთიანებს. რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური მოძრაობა ბრუნდება და სამი დღის განმავლობაში 20.000-ზე მეტ საერთაშორისო სტუმარს უმასპინძლებს.
19-21 ივნისის პერიოდში, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაცია უნიკალური გამოცდილებების გაზიარებისა და ახალი ინდუსტრიული კავშირების შექმნის წერტილებად იქცევა. ამ ღონისძიებებზე სტუმრად მოსული თითოეული ადამიანი გარანტირებულად მიიღებს ახალ ცოდნას, გაზრდის თავის პროფესიულ წრეს და ყოველდღიურ საქმიანობას დაუბრუნდება ბევრად შთაგონებული, ვიდრე მანამდე. ორგანიზატორების ასეთ პირობას გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის უპრეცედენტო მასშტაბურობა და მრავალფეროვნება განაპირობებს.
რას მოიცავს გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026?
ეს არის გაცნობითი შეხვედრების, ლექციების, ვორქშოფების, კონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების სერია, რომელიც სცენას უთმობს საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდებისა და მსოფლიოში სახელგანთქმული პროექტების ავტორებს. ციფრებში ყველაზე კარგად ჩანს GTWT 2026-ის მასშტაბი:
,,გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტი სტუმარი გვყავს მოწვეული და ამ ზრდის გადაწყვეტილებას კონკრეტული მიზეზები აქვს. ჩვენ გვინდა ქართულ აუდიტორიას ისეთი ადამიანები გავაცნოთ, რომლებიც დიდი გლობალური პროექტების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ვიცით, რომ ლოკალური ტექ. ეკოსისტემების განვითარება შეუძლებელი იქნება მსოფლიო გამოცდილებებთან სინქრონიზაციისა და საერთაშორისო პულსის შეგრძნების გარეშე გარეშე. რეგიონის ტრანსფორმაცია კი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია და გვჯერა, მისი მიღწევა სწორედ ცოდნის მიმოცვლით არის შესაძლებელი.” - აღნიშნავს ჯაბა კიკვიძე, მოძრაობის თანადამფუძნებელი.
გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდეს:
პირველ დღეს GTWT 2026-ის ბეიჯით ადამიანებს მთელ თბილისში შეხვდებით, რადგან ღონისძიებები პარტნიორი კომპანიების სასტუმროებში, co-working სივრცეებში, უნივერსიტეტებსა და კულტურულ დაწესებულებებში ჩატარდება. მხოლოდ პირველ დღეს 80-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი, რაც ძირითადად ვორქშოფების, კონფერენციების, დახურული სამუშაო შეხვედრებისა და ლექციების ფორმატში წარიმართება. ღონისძიებების სრული ჩამონათვალი იხილეთ luma.page-ზე.
ყველასთვის ცნობილი “კოკა-კოლას” საწარმოს ყოფილი შენობა, რომელსაც დღეს Factory Tbilisi-ს სახელით ვიცნობთ, გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის მთავარ სცენად გადაიქცევა. 20 ივნისს, ეს უზარმაზარი სივრცე სექტორულ პავილიონებად დაიყოფა და მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლებს.
სტუმრები შეკრებას 11:00 საათიდან დაიწყებენ და 23:00 საათამდე შეძლებენ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას. ამ დღეს მთავარ მიზიდულობის წერტილს ქმნის კონფერენციების სერია, რომელიც 10 მთავარ მიმართულებას მოიცავს:
გარდა პანელური დისკუსიების, Keynote მოხსენებების და Fire-side chat-ის ფორმატში საუბრებისა, სივრცეში პარალელურად მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი ზონები და მოსასვენებელი სივრცეები, რათა სტუმრებმა კონფერენციებს შორის ნეთვორქინგი და დასვენება მყუდრო გარემოში შეძლონ.
კონფერენციებთან ერთად Factory Tbilisi-ში დაგხვდებათ:
აქტივობების დივერსიფიკაციის საშუალებით, გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის მთავარ ღონისძიებაზე თავისთვის საინტერესო ადგილს ყველა ადამიანი იპოვის.
დასკვნითი დღე სტუმრებს ერთი მხრივ ამოსუნთქვის და მეორე მხრივ დატვირთული ორი დღის შეჯამების საშუალებას მისცემს. კვირას თბილისში კულტურულ გამოცდილებაზე ორიენტირებული აქტივობები, არაფორმალური ბიზნეს შეხვედრები და დახურვის ცერემონია შედგება, რომელიც გვიან ღამემდე კოქტეილ წვეულების ფორმატში გაგრძელდება.
მსოფლიო ბრენდები ერთ სივრცეში
Google, Apple, Revolut, Nike, Fuckup Nights: ეს მოკლე ჩამონათვალია იმ გიგანტი ბრენდებისა, რომელთა წარმომადგენლებსაც გლობალ ტექ ვიქენდის სცენებზე შეხვდებით. სპიკერების არასრული სია ასე გამოიყურება:
ყველა სპიკერისა და ღონისძიების სრული განრიგის ნახვას gtwt.ge-ზე შეძლებთ. გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ს 150-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს სხვადასხვა ინდუსტრიიდან: TBC, Liberty Studio, City Mall, Wissol, Solana, Cellfie, SMH Sports, Setanta, Forbes და სხვა.
“რამდენად მრავალფეროვანიც გამოდის წლევანდელი ღონისძიებების სერია, იმდენადვე გაიზარდა გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის პარტნიორების რაოდენობა. გვიხარია, რომ ყველა ინდუსტრიაც რომელიც ჩვენს სხვადასხვა სცენაზე იქნება წარმოდგენილი, ეყოლება თავისი მხარდამჭერი სხვადასხვა ბიზნესისა თუ ორგანიზაციის სახით” - ამბობს მედეა ჯანჯღავა, GTWT 2026-ის პარტნიორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
თუ გსურთ თქვენც აღმოჩნდეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემების გააერთიანების ეპიცენტრში, შეიძინეთ ბილეთები სასურველ პლატფორმაზე: gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge | whatabout.live
ღონისძიებების შესახებ განახლებადი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ GTWT 2026-ის ოფიციალურ სოციალურ მედია არხებს:
(R)