განახლებული ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევა იმედი L-ისგან - უნო გამონაკლისების გარეშე

სადაზღვეო კომპანია იმედი L-ში ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის, უნოს პროდუქტები განახლდა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ცვლილებები კომპანიის სტრატეგიული ხედვის ნაწილია, რომლის მთავარი პრიორიტეტიც მომხმარებლის საჭიროებებსა და რეალურ მოლოდინებზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნაა.

ინდივიდუალური დაზღვევა - უნოს განახლებული პროდუქტები უფრო მეტად პასუხობს მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებს და მათთვის მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობას აუმჯობესებს. როგორც იმედი L-ში ამბობენ, ცვლილებების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებლის გამოცდილების ანალიზს, სურვილებისა და უკუკავშირის გათვალისწინებას. განახლებული პროდუქტები მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი, კომფორტული და თანამედროვე სადაზღვევო გამოცდილების შექმნას.

„გაუმჯობესებულ პროდუქტში გაჩნდა სერვისი, სადაც იმის მიუხედავად, რომ დიაგნოზი ან დაავადება შეიძლება გამონაკლისში ხვდებოდეს, მომხმარებელს მაინც შეუძლია ულიმიტოდ, 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღოს მომსახურება სხვადასხვა კლინიკაში. ამას არ სჭირდება ექიმის დანიშნულება - მაგალითად, ნებისმიერი კვლევის ჩატარება წამყვან ლაბორატორიულ კლინიკებში, მხოლოდ პოლისის წარდგენითაა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა დაფინანსების ლიმიტები და თანაგადახდის პროცენტები, ხოლო დაგეგმილი სამედიცინო სერვისებიდან ბევრ მათგანში მოიხსნა მოცდის პერიოდი, რაც პროდუქტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.“ - ნათია ანასტასიადი, იმედი L-ის არასამედიცინო და საცალო გაყიდვების დირექტორი.

მომხმარებლების ინტერესებისა და საჭიროებების უკეთ შესასწავლად, იმედი L-მა გააანალიზა სხვადასხვა ციფრულ არხში დაფიქსირებული მომხმარებელთა შეკითხვები, მოთხოვნები და უკუკავშირი, მათ შორის AI ასისტენტთან განხორციელებული კომუნიკაციაც.

მიღებული მონაცემების დამუშავებამ კომპანიას საშუალება მისცა, უფრო ზუსტად დაენახა მომხმარებლების მოლოდინები, ქცევის თავისებურებები და ის საკითხები, რომლებიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„სხვადასხვა ციფრულ არხში, მათ შორის AI ასისტენტის დახმარებით დაფიქსირებული შეკითხვებისა და მოთხოვნების ანალიზმა დაგვანახა, თუ რა სერვისები და პირობები იყო მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რომელ მიმართულებებში ელოდნენ გაუმჯობესებებს. სწორედ ამ რეალურ მონაცემებსა და მომხმარებელთა საჭიროებებზე დაყრდნობით განვახორციელეთ უნოს პროდუქტების განახლება. შევძელით, დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად დამუშავება და მომხმარებელთა ქცევის თუ პრიორიტეტების უფრო ზუსტად დანახვა. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, სადაც მომხმარებლები დამატებით გაუმჯობესებებს ელოდნენ. სწორედ ამ მონაცემებსა და მომხმარებელთა რეალურ მოთხოვნებზე დაყრდნობით განხორციელდა უნოს პროდუქტების განახლება და დაინერგა ისეთი ცვლილებები, რომლებიც სერვისისგან მიღებულ გამოცდილებას კიდევ უფრო კომფორტულსა და პრაქტიკულს ხდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევა იყოს მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული, ნებისმიერი ცვლილების საფუძველი სწორედ ეს ხდება.“ - ნინა იანკოვსკაია, იმედი L-ის მარკეტინგის და კომუნიკაციების დირექტორი.

დეტალური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა