ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის სული, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, ცოცხალი და ძლიერია. უაღრესად ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც თანდათან უახლოვდება ევროპას. ჩვენ სომხეთის გვერდით ვდგავართ“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც ხმების 49.81%-ი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ხმების 23.29%-ით. მესამე ადგილზეა პარტიების ბლოკი „სომხეთი“ - 9.94%-ით, მეოთხე ადგილზე გავიდა პარტია „აყვავებული სომხეთი“ - 4.00%-ით, მეხუთე ადგილზე გავიდა პარტია „ერთობის ფრთების“ პარტია 2.30%-ით.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ