ემანუელ მაკრონი ნიკოლ ფაშინიანს - გულითადად გილოცავთ საკანონმდებლო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას

ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, გულითადად გილოცავთ საკანონმდებლო არჩევნებში ამ დამაჯერებელ გამარჯვებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

„მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას ჩვენი ხალხის სამსახურში ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მშვიდობისა და სომხეთის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და ევროპასთან დაახლოების იმპულსის გასაძლიერებლად“, - წერს მაკრონი.

შეგახსენებთ, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში 2 005-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ - „სამოქალაქო კონტრაქტი“ - ხმების 49.81% მიიღო. მეორე ადგილზე სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთია“ 23.29%-ით, შედეგებით მას მოჰყვება ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“, რომელმაც არჩევნებში ხმების 9.94% მიიღო. ბარიერის გადასალახად საჭირო 4% მიიღო გაგიკ ცარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა