ნიკოლ ფაშინიანი ოპონენტებზე - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ - კრიმინალური ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს ძალიან სწრაფი ტემპებით – უკანონო ქონების კონფისკაციის მექანიზმით

სომხეთის ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იყო და იქნება მოქალაქეების მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომ კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემა სომხეთის რესპუბლიკიდან სრულად აღმოიფხვრას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია თანამშრომლობა იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებმაც სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ასევე გადალახეს პარლამენტში შესვლისთვის საჭირო ბარიერი, ფაშინიანმა უპასუხა :

„ჩემი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა. ამ ძალების ლიდერებმა [„ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი, „სომხეთის ალიანსის“ ლიდერი რობერტ კოჩარიანი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარეს გაგიკ ცარუკიანი] კანონის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი. მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ თქვენთვის ცნობილ საქმეებთან დაკავშირებით, ხოლო კრიმინალური ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს ძალიან სწრაფი ტემპებით – უკანონო ქონების კონფისკაციის მექანიზმით, სისხლის სამართლის საქმეებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სისტემით. ჯამში, ეს ძალები პოლიტიკური ძალები არ არიან; ისინი კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის წარმომადგენლები არიან და სომხეთში საქმიანობის არანაირი სივრცე არ უნდა ჰქონდეთ. ომის სამთავიანი ჯაშუშური პარტია სომხეთიდან უნდა აღმოიფხვრას. ეს არის ჩვენი ამოცანა პოლიტიკურ სფეროში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა