უკრაინის თავდაცვის ძალებმა კავკასიაში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობსაცავს დაარტყეს

უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრის ოპერატორებმა, სპეციალური ოპერაციების ძალებთან და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობგადამტვირთავ საცავზე დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„გრუშოვაიას“ ნავთობსაწყობი, რომელიც „ჩერნომორტრანსნეფტს“ ეკუთვნის, კავკასიაში ნავთობპროდუქტების შესანახ ერთ-ერთ უდიდეს ობიექტს წარმოადგენს.

უკრაინული მედია წერს, რომ ობიექტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მისაღებად, შესანახად და გადასატვირთად, რომლებიც მაგისტრალური მილსადენებით შემოდის ზღვის საშუალებით შემდგომი ექსპორტის მიზნით. კომპლექსის ფუნქციონირება მნიშვნელოვან შემოსავალს ქმნის რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დასაფინანსებლად გამოიყენება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ობიექტზე ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის ოდენობა დგინდება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ