სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება

7 ივნისს სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე, აღიარებს თუ არა ოპოზიცია არჩევნების შედეგებს, ოპოზიციის გეგმებსა და იმაზე, რის გაკეთებას ვერ შეძლებს პრემიერი ფაშიანიანი იმის გამო რომ მის მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება, „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, დასრულდა სომხეთში 7 ივნისისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. შედეგები უკვე ცნობილია, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ არჩევნების შედეგებს?

- უკვე ცნობილია რომ სომხეთის პარლამენტში იქნება 4 ფრაქცია - ნიკოლ ფაშიანიანის „სამოქაალქო შეთანხმების“ ფრაქცია, რომელსაც პარლამენტში ექნება 61 მანდატი, რადგან მიიღო ხმების 49, 8%, ასევე იქნებიან სამი ოპოზიციური პრორუსული პარტიის ფრაქციები, კარაპეტიანის პარტია „ძლიერმა სომხეთმა“ მიიღო ხმების 23, 29 %, სამველ კარაპეტიანის „ძლიერმა სომხეთმა“ 9.8%, და გაგიკ ცარუკიანის „აყვავებულმა სომხეთმა“ 4%.

ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა მმართველ გუნდს აქვს მიღებული 49, 8%, მაგრამ, დაკარგული ხმების გადანაწილების შემდეგ, მას ექნება პარლამენტში 58%, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ექნება ჩვეულებრივი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა.

მმართველ გუნდს აქვს მიღებული 49, 8%, მაგრამ, დაკარგული ხმების გადანაწილების შემდეგ, მას ექნება პარლამენტში 58%, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ექნება ჩვეულებრივი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა

- მთელი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ფაშინიანის მმართველი პარტიის ამოცანა იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება.

ის რომ ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო, ეს როგორ აისახება არჩევნებში გამარჯვებული პარტიის საქმიანობაზე?

- „სამოქალაქო შეთანხმების“ ლოზუნგი და მიზანი ნამდვილად იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, მათ თავისი მაქსიმალური ამოცანის შესრულება ვერ შეძლეს. სომხეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონას დეპუტატთა 67 ადგილის მოპოვება სჭირდებოდა. ახლა მათ, როგორც უკვე ვთქვი, 58% აქვთ, ანუ პარლამენტში მხოლოდ 61 მანდატი.

მაგრამ, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა დააკომპლექტოს მთავრობა და მიიღოს გადაწყვეტილებები.

ფაქტია, რომ ფაშინიანის პარტიამ არჩევნები მოიგო. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას როცა ამ თემაზე მიწევდა საუბარი ხშირად ვამბობდი რომ ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი არ იქნებოდა. ამის მიზეზად კი ის მომყავდა, რომ „სამოქაალქო შეთანხმება“ ქვეყანას 8 წელია მართავს, კარგის გარდა დაშვებული აქვთ შეცდომები და საზოგადოების ერთ ნაწილში მათ მიმართ კრიტიკული განწყობები არსებობდა.

ეს გახლდათ მიზეზი იმისა რომ ბევრმა ხმა არჩევნებზე მათ ოპონეტებს მისცა. კერძოდ, სამველ კარაპეტიანის „ძლიერ სომხეთს“, კოჩარიანის „სომხეთსა“, და ცარუკიანის „აყვავებულ სომხეთს“ მისცა.

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ, არჩევნებში გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება.

- როგორია არჩევნების შედეგების მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება?

არჩევნების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, მოქმედების რა სტრატეგიას აირჩევს ფაშინიანის ოპოზიცია?

- სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები. დაველოდოთ მათ რეაქციას. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ისინი საუბრობდნენ საარჩევნო კანონის დარღვევებზე და მუდმივად აკრიტიკებდნენ მმართველ გუნდს.

არაა გამორიცხული ფაშინიანის ოპოზიციამ არ აღიაროს არჩევნების შედეგები, მაგრამ არჩენების შედეგების მიმართ პრეტენზიების გამოთქმა, ძალიან რთული იქნება. ასეა, რადგან საარჩევნო პროცესი საკმაოდ ტრანსფერენტული იყო, იყო დისკუსიები და ასე შემდეგ.

არაა გამორიცხული ფაშიანიანის ოპოზციამ არჩევნების შედეგები არ აღიაროს, მაგრამ შეძლებენ თუ არა ისინი სერიოზული საპროტესტი აქციების გამართვას, რთული სათქმელია. მე არ გამოვრიცავ მათ არჩევნების შედეგები აღიარონ, პარლამენტში შევიდნენ, გამორიცხული არაფერია.

საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის გამო გართულდება სომხეთის კონსტიტუციაში იმ ცვლილების შეტანა, რომელსაც სომხეთისაგან აზერბაიჯანი ითხოვს. ამის გამო სომხეთის ხელისუფლებას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში ობიექტური მიზეზები ექნება

- ფაშინიანმა არჩევნების დასრულებისთანავე განაცხადა რომ სამთავიანი პრორუსული ომის პარტიის ლიდერებს მოუწევთ პასუხი აგონ იმ დანაშაულებზე, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი.

ფაშინიანის ეს განცხადება როგორ იქნა აღქმული? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მათ პასუხი არაფერზე აგებინონ, თუ ისინი პარლამენტში შევლენ?

- ფაშინიანს ამგვარი რიტორიკა ჰქონდა 2018 წელსაც, ასევე 2021 წელსაც, მაგრამ, იგი თავის მუქარებში თანმიმდევრული არ ყოფილა. კი ემუქრებოდა დაგსჯითო, მაგრამ, შემდეგ არავინ არ დაუსჯია.

ამიტომ, მიჭირს იმის თქმა ფაშინიანი შეეცდება თუ არა წინასაარჩევნო მუქარების შესრულებას. უფრო სწორად, არა ვარ დარწმუნებული რომ იგი ასე მოიქცევა. ასე იქნება თუნდაც იმიტომ, რომ მის მიერ გაცხადებული ევროპული კურსის გასატარებლად მას ბევრი რამ ექნება გასაკეთებელი და არ მგონია ოპონენტებისთვის მოიცალოს.

- ფაშინიანის გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის სჭირდებოდა რომ მოეხსნა ბარიერები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად.

თუ სწორად მახსოვს, აზერბაიჯანი ითხოვდა სომხეთისაგან სომხეთის კონსტიტუციაში ყარაბაღის შესახებ არსებული ჩანაწერის ამოღებას...

ახლა, რადგან სომხეთის არჩევნებში გამარჯვებულ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების საკითხი როგორ შეიძლება მოგვარდეს?

- ფაშინიანს მოუწევს იმ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა, რაც დღეისთვის არსებობს. თქვენ სწორად გაიხსენეთ - იმ კონსტიტუციაში, რომელშიც ცვლილებების შეტანა და ისე მიღება იგეგმება, აზერბაიჯანი ითხოვდა მასში ყარაბაღის შესახებ ჩანაწერის ამოღებას.

საქმე ისაა, რომ როცა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გყავს, ძალიან ძნელია ქვეყანაში რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ეს კი იმას ნიშნავს რომ თუ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას ვერ იღებ, კონსტიტუციაში ცვლილებას ვერ შეიტან. ანუ ვერ შეძლებ აზერბაიჯანის მიერ დაყენებული საკითხის გადაწყვეტას.

საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის გამო გართულდება სომხეთის კონსტიტუციაში იმ ცვლილების შეტანა, რომელსაც სომხეთისაგან აზერბაიჯანი ითხოვს. ამის გამო სომხეთის ხელისუფლებას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში ობიექტური მიზეზები ექნება.

ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების გაგრძელებას ამ ეტაპზე არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. სომხეთს კანონი აქვს მიღებული რომ ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა

მე მაინც მგონია, რომ ამ საკითხზე და ამ სიტუციაშიც კი ფაშინიანი შეძლებს რამის მოფიქრებას. როგორც ჩანს, დაელოდებიან იმას რომ გარკვეული დრო გავიდეს და ამ საკითხზე განწყობები უკეთესობისკენ შეიცვალოს. ახლა მას ამ საკითში ხელები შეკრული აქვს.

- მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ შეეხება მის მიერვე გაცხადებულ სომხეთის ევროკავშირისკენ სვლას, ვგულისხმოპბ ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესს...

- ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების გაგრძელებას ამ ეტაპზე არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. სომხეთს კანონი აქვს მიღებული რომ ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა.

არაა გამორიცხული ფაშიანიანის ოპოზციამ არჩევნების შედეგები არ აღიაროს, მაგრამ შეძლებენ თუ არა ისინი სერიოზული საპროტესტი აქციების გამართვას, რთული სათქმელია. მე არ გამოვრიცავ მათ არჩევნების შედეგები აღიარონ, პარლამენტში შევიდნენ, გამორიცხული არაფერია

ევროპისკენ მოძრაობას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება. თუ საჭირო გახდა რაიმე კანონის მიღება, მათი მიღება უბრალო უმრავლესობითაც შესაძლებელია.

- რუსეთმა რუსეთში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე სომხური ეროვნების ადამიანების საარჩევნოდ მობილიზება შეძლო.

სხვადასხვა ციფრები სახელდება. კრემლის მესვეურები კი აცხადებდნენ რომ ამისთვის 50 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფდნენ, მაგრამ, აღმოჩნდა რომ ეს ფული რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენებს „დაადებინეს“...

სავარაუდოდ, საარჩევნოდ რუსეთიდან რამდენი ორმაგი მოქალაქეობის ადამიანი იყო ჩასული?

- ეს ჩვენს მიგრაციულ სამსახურს ეცოდინება ზუსტად. იმედია, ამის შესახებ ინფორმაციები გამოჩნდება. მათი დიდი ნაწილი უკვე გუშინ საღამოს, მას შემდეგ, რაც მათ ხმა ისცეს საარჩევნო უბნებზე, აპირებდა რუსეთში გამგზავრებას.

რაც შეეხება მათ რაოდენობას. სხვადასხვა ციფრები სახელდებოდა, 50 ათასი და მეტიც. დარწმუნებული ვარ, მათი რიცხვი იმდენი არაა, როგორც თავიდან იყო ნათქვამი. ალბათ გახსოვთ, რომ მოსკოვი ფაშიანიანს ორამაგი მოქაალქეობის მქონე 100 ათასი რუსეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეს სომხეთში ჩაყვანით ემუქრებოდა.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მართლაც ხდებოდა რუსეთიდან მოქალაქეების ორგანიზებულად სომხეთში ჩამოყვანა. ზუსტად რამდენი იყო ჩამოსული, ეს სომხეთის სამიგრაციო სამსახურსა და სასაზღვრო სამსახურს ეცოდინება და იმედია, ისინი ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან

ფაქტი ისაა, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მართლაც ხდებოდა რუსეთიდან მოქალაქეების ორგანიზებულად სომხეთში ჩამოყვანა. ზუსტად რამდენი იყო ჩამოსული, ეს სომხეთის სამიგრაციო სამსახურსა და სასაზღვრო სამსახურს ეცოდინება და იმედია, ისინი ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მიწვდიან.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა