ირანის სამხედრო ძალები - ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ვაჩერებთ, თუ მათი მხრიდან აგრესია და მტრული ქმედებები გაგრძელდება, გაცილებით მკაცრ და გამანადგურებელ ზომებს მივიღებთ

ირანის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები შეაჩერა, თუმცა განაახლებს, თუ დარტყმები გაგრძელდება, მათ შორის სამხრეთ ლიბანში.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის ძლიერმა შეიარაღებულმა ძალებმა, ლიბანის დაჩაგრული ხალხის მხარდასაჭერად, მტკივნეული პასუხი გასცეს ამ რეჟიმს (ისრაელს). თუ აგრესია და მტრული ქმედებები გაგრძელდება - მათ შორის სამხრეთ ლიბანში - გაცილებით მკაცრ და გამანადგურებელ ზომებს მივიღებთ, ვიდრე მანამდე“, - ნათქვამია ირანის სამხედრო ძალების განცხადებაში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ციტირებს.

ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ მინისტრებს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისრაელი არ შეეგუება თეირანის მცდელობას, შექმნას ახალი წესრიგი, რომლის მიხედვითაც ბეირუთში „ჰეზბოლას“ დასაყრდენებზე დარტყმებს ისრაელში დასახლებულ ცენტრებზე ირანის თავდასხმებით პასუხობენ.

„გავაგრძელებთ მოქმედებას მთელ ლიბანში, საჭიროებისამებრ, რათა ჩვენს მოქალაქეებს ის ტერორისტული საფრთხე ჩამოვაშოროთ, რომელიც „ჰეზბოლასგან“ ემუქრებათ“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა