მარია ზახაროვა - სომხეთის ხელისუფლებამ საარჩევნო პროცედურები უხეშად დაარღვია

სომხეთის ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია პროცედურები საპარლამენტო არჩევნების დროს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მთელი საარჩევნო კამპანია და თავად ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების, მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ მკაცრი რეპრესიების ატმოსფეროში. დევნის ტალღამ მოიცვა ასევე ქვეყანაში ტრადიციულად განსაკუთრებული პატივისცემით მოსარგებლე სომხური სამოციქულო ეკლესიაც. ეს ყველაფერი ერევნის მხრიდან დემოკრატიული პრინციპებისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პროცედურების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის „სამოქალაქო კონტრაქტის“ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა. ზახაროვას მტკიცებით, ქვეყანაში რუსეთთან ურთიერთობების განვითარების დიდი მოთხოვნაა.

„რაც შეეხება მოსკოვის მომავალ ხაზს სომხეთთან ურთიერთობებში, ვაპირებთ ჩვენი კურსის აგებას სომხეთის ხელმძღვანელობის რეალური ნაბიჯების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ