საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ღია კონკურსის წესით აღარ შეირჩევიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ღია კონკურსის წესით აღარ შეირჩევიან. შესაბამისად, მეურვის კანდიდატების შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარეს კონკურსის გამოცხადება და საკონკურსო კომისიის ფორმირება აღარ მოუწევს.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების არჩევის წესი იცვლება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, მეურვეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები სასურველ კანდიდატებს საკუთარი შეხედულებით წარადგენენ. მეურვის კანდიდატების კანონთან დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას კი, პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი შეისწავლის.

მეურვის ერთ თანამდებობაზე პირის ასარჩევად პარლამენტს მეურვეობის მხოლოდ ერთი კანდიდატი წარედგინება.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან – მეურვისგან შედგება. პარლამენტი ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით ირჩევს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული და სამს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა