„ძლიერი საქართველო-ლელო“ - სომხეთის მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავისუფალი მოქალაქის ნებაზე ძლიერი ძალა არ არსებობს - გარე ზეწოლა, დეზინფორმაცია-პროპაგანდა, ოლიგარქიული და ავტორიტარული გავლენები ვერ ამარცხებს

სომხეთის მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავისუფალი მოქალაქის ნებაზე ძლიერი ძალა არ არსებობს. ვერც გარე ზეწოლა, ვერც დეზინფორმაცია-პროპაგანდა, ვერც ოლიგარქიული და ავტორიტარული გავლენები ვერ ამარცხებს საზოგადოებას, რომელიც საკუთარ მომავალს, დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ინტერესებს იცავს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კოალიცია ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სომეხ ხალხს დემოკრატიული განვითარების და სუვერენული სახელმწიფოებრივი კურსის მნიშვნელოვან გამარჯვებას.

„იმ დროს, როდესაც სომხეთმა შეძლო საკუთარი პოზიციების გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე, სამწუხაროდ, საქართველომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში რეგიონული ლიდერის პოზიცია დათმო.

ქვეყანამ დაკარგა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური უპირატესობები, შეასუსტა ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან და ჩამოშორდა იმ ისტორიულ როლს, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა სამხრეთ კავკასიაში. ერთ დროს სწორედ თბილისი იყო სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ცენტრი, ქალაქი, სადაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ქალაქი, რომელიც რეგიონული თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის მთავარი პლატფორმა იყო. დღეს კი ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველო კარგავს საკუთარ პოზიციებს, ავტორიტეტსა და ევროპულ პერსპექტივას.

სომხეთის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, უსაფრთხოების სწორი პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების დაცვა არჩევნების გზით რეალურ შედეგებს იძლევა.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს რეგიონული ლიდერის როლს, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა დემოკრატიულ სამყაროსთან და გახდეს უსაფრთხოების, განვითარების და კეთილდღეობის მთავარი ცენტრი სამხრეთ კავკასიაში.

კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელო" კიდევ ერთხელ ულოცავს სომეხ ხალხს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და გამოხატავს რწმენას, რომ საქართველო და სომხეთი, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლის მქონე სახელმწიფოები, ერთად გააძლიერებენ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ჩვენს რეგიონში.“- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი