გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ივნისს 09:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყანობი, ხურთისი, კობი, ალმასიანი, ოქროყანა, ფხელშე, უხათი, გიმარა, ხოლო 12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში გორისციხე, ფხელშე, ვარდისუბანი, ტყარშეტი, გველეთი, სიონი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, 10:25-დან 20:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ჭოპორტი, ბაგიჭალა, ქვეშეთი, ბედონი, არახვეთი; 11:30-დან 18:30 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში ილტოზა, ოძისი, მჭადიჯვარი, ბაქაქურები; 11:50-დან 20:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ფასანაურში, სოფლებში ლუთხუბი, ზანდუკი, მაქართა, ჩოხი, ბაკურხევი, ბიბილაანი და მიმდებარე სოფლებში.

ამასთან, 10:25-დან 20:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავაზი, ნაოზა, ნავაზარი, მისაქციელი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ქსოვრისი, მუხრანი, ვარდისუბანი, არმაზი, არაშენდა. 11:00-დან 16:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტების ნაწილს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჭელიძის, ფატმანის, როსტევანის ქუჩებზე, 12:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში წოდორეთი, მსხალდიდი, ზემო და ქვემო ლისი, ბევრეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ