ჰაქან ფიდანი საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მინისტერიალზე - ვსაუბრობთ დაკავშირებადობის თემაზე ევროპასა და აზიას შორის, შუა დერეფანი არის ჩვენი თანამშრომლობის ხერხემალი

ჩვენ უფრო მეტად ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, რომელიც მოაქვს ჩვენს ძალისხმევას, განსაკუთრებით ვსაუბრობთ დაკავშირებადობის თემაზე ევროპასა და აზიას შორის. შუა დერეფანი, ეს არის ხერხემალი მთელი ჩვენი თანამშრომლობისა, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰაქან ფიდანის თქმით, რეგიონის წევრ ქვეყნებს შორის ხანგრძლივვადიანი მშვიდობა უნდა დამყარდეს.

„შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელს სამხრეთ კავკასიაში. აღვნიშნეთ, რომ თანამშრომლობა არის სტაბილური, კონსტრუქციული და ამჟამად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ყოველივე აუცილებელია იმ რთული თემებისთვის, პროექტებისთვის, რომელსაც ჩვენ ახლა ვავითარებთ. ჩვენ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის განვითარებას. ეს თანამშრომლობა ხსნის საკმაოდ მნიშვნელოვან ფანჯარას.

ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელშიც ჩართულია აშშ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებთ, რომ ამ რეგიონში მშვიდობა რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ირანმა მიაღწიოს მუდმივ და ხანგრძლივვადიან მშვიდობას“, - განაცხადა ჰაქან ფიდანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზღვრების გადაკეთების ნებისმიერ მცდელობას მივყავართ დესტრუქციასთან, ნგრევასთან და ომის საშინელებებთან.

„ჩვენ ვხედავთ როგორ ფეთქდება დრონები და ყოველივე ეს რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ რამდენადაც ომი გრძელდება, იმდენად იზრდება და ვითარდება გეოგრაფიული მასშტაბი ამ ომისა. უნდა იყოს მცდელობა, რომ შეიცვალოს ეს მოცემულობა. საზღვრების გადაკეთების ნებისმიერ მცდელობას მივყავართ დესტრუქციასთან, ნგრევასა და ომის საშინელებებთან.

ჩვენ გვაქვს გარკვეული ფორმულები, რომ მივაწოდოთ ქვეყნებს, რათა ფრთხილად მოეპყრონ ამ საკითხებს. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც მორიგებულან ქვეყნები და მითუმეტეს, როდესაც ეს მდგომარეობა ვითარდება შავ ზღვაზე, ამ შემთხვევაში ჩვენი შეშფოთებაც იზრდება.

სამივე მინისტრმა ვისაუბრეთ ამ თემაზე და პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ ზარალდება სამოქალაქო მოსახლეობა ამ ქმედებების შედეგად. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა სამიზნე იდენტიფიცირდეს და მივიღოთ ზომები. გემები, რომლებიც სატრანსპორტო გადაზიდვებში არიან ჩაბმული, უნდა იყვნენ ძალიან ახლო კოორდინაციაში ერთმანეთთან და საზღვაო ვითარება უნდა იყოს კონტროლის ქვეშ. ჩვენი სამინისტრო ცდილობს, რომ საკმაოდ ღრმად ჩაერთოს ამ საკითხების გადაჭრაში. ამ პრობლემაზე ყველაზე დიდი რეაგირება იქნება ის, რომ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა“, - აღნიშნა ჰაქან ფიდანმა.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა