უკრაინის უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვსევოლოდ კნიაზევს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

უკრაინის უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურატურასა და უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვსევოლოდ კნიაზევს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლითაც კნიაზევს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ბრალდებულმა სრულად აღიარა დანაშაული, დათანხმდა თანამზრახველების წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემასა და ქონების კონფისკაციასთან ერთად სასჯელის მოხდას“, - აცხადებს უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა.

ცნობისთვის, უკრაინის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ვსევოლოდ კნიაზევი 2023 წლის მაისში დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. კერძოდ, საქმე ეხებოდა 2.7 მილიონი დოლარის მიღებას სასამართლოს გადაწყვეტილებების სანაცვლოდ. კნიაზევი მოგვიანებით, გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ