კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე - თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით - აღიარებენ, რომ ეს იყო ძალადობა და ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს

თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია, სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით - ისინი აღიარებენ, რომ ეს იყო ძალადობა და ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს,- ასე აფასებს თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულებსა და პროკურატურას შორის დადებულ საპროცესო შეთანხმებას.

მისი თქმით, 4 ოქტომბრამდე გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია „სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩა“.

„ყველამ ნათლად დავინახეთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა. თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია, სახელმწიფო გადატრიალებასთან და რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით. ამაზე ღიად საუბრობდნენ, სატელევიზიო ეთერებში მოწოდებებს აკეთებდნენ და არეკლამებდნენ და ეს მხოლოდ განცხადებების დონეზე არ დარჩა, შემდეგ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს, დაიწყეს მოქმედება. შესაბამისმა სამსახურებმა დროულად იმოქმედეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს და კონკრეტული პირები დააკავეს. ისინი აღიარებენ, რომ ეს იყო ძალადობა და ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. საზოგადოებამაც იხილა აღნიშნული კადრები და ისედაც ყველაფერი ცხადია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 21 პირს უფორმდება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ