საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდგორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა, მათ შორის კურსდამთავრებულ ნათია ჯანაძის და სანდრო ჩხეიძის ოჯახებს, სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდგორთან მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც სტუ-ის მიერ გავრცელებულ სამძიმარშია აღნიშნული, ტრაგიკულმა შემთხვევამ უმძიმესი ტკივილი და აუნაზღაურებელი დანაკლისი მოუტანა გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

„დაღუპულთა შორის არიან ჩვენი კურსდამთავრებული ნათია ჯანაძე და მისი მეუღლე სანდრო ჩხეიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის, RMG-ის დირექტორის მოადგილის, გიორგი ჩხეიძის ძმა და რძალი. ახალგაზრდების სიცოცხლის ასე ტრაგიკულად და ნაადრევად შეწყვეტა დიდი ტკივილია როგორც უნივერსიტეტის, ისე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციისა და მთლიანად საზოგადოებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თანაგრძნობას და სამძიმარს ვუცხადებთ ნათია ჯანაძის, სანდრო ჩხეიძისა და ავარიის შედეგად დაღუპული ყველა ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ამ უმძიმეს წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს