გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ივნისს 09:30-დან 19:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავაზი, ნაოზა, ნავაზარი, მისაქციელი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

მათივე ცნობით, 09:30-დან 19:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ჭოპორტი, ბაგიჭალა.

„11:30-დან 17:30 საათამდე ძაბვის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტების ნაწილს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჭელიძის, ფატმანის, როსტევანის ქუჩებზე, ტოიოტას ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

12:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღულელები, ტოლაანთსოფელი, უდანელები, სიმონიანთხევი, ჩეკურაანთგორი, ევჟენტი, ხევსურთსოფელი, ჭანდრისხევი, სიმხევი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ