მიხეილ სააკაშვილი - თუ ივანიშვილი გააგრძელებს რუსებთან ლოიალობას და აუცილებლად გააგრძელებს,  ამერიკას მტრად გადაიკიდებს - დროა, ყველა გათავისუფლდეს დამარცხებულის კომპლექსიდან და დავასხდეთ გამარჯვების ტალღას

თუ ივანიშვილი გააგრძელებს რუსებთან ლოიალობას და აუცილებლად გააგრძელებს, ამერიკას მტრად გადაიკიდებს , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

სააკაშვილი რუსეთის მარცხზე, რეგიონში მისი პოზიციების შესუსტებაზე და დასავლეთის აქტიურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ფონზე საქართველოში "ძველებური პროცესი" მიმდინარეობს, ხოლო ასეთი მიდგომა მსოფლიო ტენდენციებს აიგნორებს.

სააკაშვილის თქმით, დროა, ყველა გათავისუფლდეს დამარცხებულის კომპლექსიდან და "დავასხდეთ გამარჯვების ტალღას".

"აგერ ყურისძირში, სომხეთში, რუსეთმა ძალიან მწარე დამარცხება განიცადა. უკრაინამ წლის დასაწყისიდან თავისი ტერიტორიის 700 კვ. კილომეტრამდე გაათავისუფლა დამპყრობლებისგან. პუტინს ძალიან უჭირს და ზელენსკის საიდუმლო შიკრიკებს უგზავნის.

ევროპა საბოლოოდ დაირაზმა და ორბანის დამარცხების შემდეგ უკრაინას მთელი დაფინანსება გაეხსნა. ნატო 70 მილიარდს აძლევს თავდაცვაზე, ამერიკელები ღიად გადმოვიდნენ რუსების პოზიციების შევიწროებაზე მთელს რეგიონში.

ასეთი რამე არ მომხდარა რეიგანის შემდეგ. ამასვე ადასტურებს მათი აქტიურობა ჩვენს რეგიონში, თუ ივანიშვილი გააგრძელებს რუსებთან ლოიალობას და აუცილებლად გააგრძელებს, ის ამერიკას მტრად გადაიკიდებს.

აქ კი ისევ ძველებურ პროცესს ვაკვირდებით - "ივანიშვილს მაინც ვერ ვამარცხებთ და იქნებ რაღაც გამორჩენა მაინც ვნახოთ, მათ შორის მიშას დაგმობით". ასეთი მიდგომა საერთოდ აიგნორებს მსოფლიო ტენდენციებს.

დროა ყველა გათავისუფლდეს დამარცხებულის კომპლექსიდან და დავასხდეთ გამარჯვების ტალღას", - წერს სააკაშვილი.

ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა