ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტს დაარტყეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქვეყნის წინააღმდეგ აშშ-ის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ, ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტს დაარტყეს, - ინფორმაციას CNN-ი საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტზე დრონით თავდასხმა განახორციელეს“, - აღნიშნულია Tasnim News Agency-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ აშშ-მა ირანში ქალაქებზე ჯასკსა, სირიკზე და კუნძულ კეშმზე იერიში მიიტანა. საჰაერო დარტყმებმა სირიკში საკომუნიკაციო კოშკი დააზიანა და ბამანის რაიონში ორი წყლის რეზერვუარი გაანადგურა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს დილით სირენების ხმა ისმოდა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდეს.

„მოქალაქეებსა და მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გაემართონ უახლოეს უსაფრთხო ადგილას“, - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა