მედია - რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, თავდასხმის შემდეგ სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

მანამდე სამარის ოლქის გუბერნატორმა სარაკეტო საფრთხის შესახებ გამოაცხადა, ხოლო ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ასევე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარში მდებარე სამხედრო ქარხანაზე.

ჩუვაშეთის რესპუბლიკის გუბერნატორმა, ოლეგ ნიკოლაევმა განაცხადა, რომ „ვნიირ-პროგრესის“ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა