ვასო ურუშაძე - კახა კალაძეს მხოლოდ ჯარიმები აინტერესებს და „ქართული ოცნების“ მხრიდან საუბარი, რომ ჯარიმები თურმე ტვირთია მოქალაქეებისთვის, ფარსია - მოვითხოვთ, შემცირდეს ჯარიმები, რომელიც კავშირში არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ვასო ურუშაძის განცხადებით, კატეგორიულად მოითხოვენ, შემცირდეს პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმები.

როგორც ვასო ურუშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ჯარიმებს არანაირი კავშირში არ აქვს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან და ის თბილისის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მოქალაქეს „ხარკად დააკისრა“.

„ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, ბოლო 14 წლის განმავლობაში, საქართველოში 14 ათასი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ. ეს ყველაფერი განაპირობა იმ გულგრილმა და უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო 14 წლის განმავლობაში ატარებს, განსაკუთრებით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში. ერთადერთი ინტერესები ამ წლების განმავლობაში, რაც ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ეს იყო ჯარიმების გაზრდა და რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიდან, მძღოლებიდან. მათ არ აინტერესებდათ სტატისტიკური მაჩვენებლები, როცა წლიდან წლამდე იზრდებოდა ჯარიმების რაოდენობა, საბიუჯეტო შემოსავალი ჯარიმებიდან და ამავდროულად, იზრდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, სიკვდილიანობა საქართველოს საავტომობილო გზებზე. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით და დღესაც მოვითხოვთ, შემცირდეს ის ჯარიმები, რომელიც არანაირ კავშირში არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ასეთი არის პარკირება. განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, რომელიც კახა კალაძემ ხარკად დააკისრა თითოეულ მოქალაქეს. ფაქტობრივად, დღე არ აგავა, რომ მძღოლი არ დააჯარიმონ. 1100 ჯარიმა თბილისში მხოლოდ ერთ დღეში იწერება არასწორი პარკირებისთვის, ამას აკეთებს კახა კალაძე, რომელიც არც ინფრასტრუქტურას ავითარებს, არც საგზაო მოძრაობა აინტერესებს, მხოლოდ ჯარიმები აინტერესებს. დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულაციურად საუბარი, რომ ჯარიმები თურმე დიდი ტვირთი ყოფილა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და აძვირებს მათ ცხოვრებას, არის კიდევ ერთი ფარსი, კიდევ ერთი დიდი ტყუილი“,-განაცხადა ურუშაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“