დავით მათიკაშვილი - ალბათ დროა, ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს - კრიტიკას ვერ უძლებს ამ ერთი ადამიანის ინიციატივები, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი ნულს ქვემოთ არის დაშვებული

ალბათ დროა, რომ ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს - კრიტიკას ვერ უძლებს ამ ერთი ადამიანის ინიციატივები, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი ნულს ქვემოთ არის დაშვებული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ აქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ კონკრეტული კონგრესმენის - ჯო უილსონის უკან კონკრეტული ძალა დგას.

„ალბათ დროა, რომ ჯო უილსონმა დასაფინანსებლად სხვა სახსრები მოძებნოს. სერიოზულობიდან სასაცილომდე რომ ერთი ნაბიჯია, სამწუხაროდ, ამ ყველაფერში ჩანს.

ჩანს იმიტომ, რომ კრიტიკას ვერ უძლებს ამ ერთი ადამიანის, რომელიც ამავდროულად არის პრეზიდენტის პარტიის წევრი, ინიციატივები, სადაც სიმართლის ხვედრითი წილი ნულს ქვემოთ არის დაშვებული.

საქართველოს ხელისუფლების, „პროირანულ” და „პრორუსულ” პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი, რადგან აქ საერთოდ სალაპარაკოც არაფერია. რაც შეეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას, თვითონ შეერთებული შტატები, მისი პრეზიდენტი, ევროპელი ლიდერები რიგში დგანან, რომ ჩავიდნენ პეკინში, შეხვდნენ ჩინეთის ლიდერს და გააღრმაონ ის ურთიერთობა, რაც გააჩნიათ ამ ქვეყნებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. საქართველოს პარტნიორობა ჩინეთთან რა საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს იმ კონტექსტში, სადაც თვითონ შეერთებული შტატები ახდენს ამ ურთიერთობის ასეთ ფორსირებას, წარმოუდგენელია.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ კონკრეტული კონგრესმენის უკან დგას კონკრეტული ძალა. ადრეც გამოჩნდა, თუნდაც ფარას (FARA) კანონმდებლობით, რომ შესაბამისი დაფინანსებები მიდიოდა ქართველი რადიკალებისგან და მათი მხარდამჭერებისგან ამ კონგრესმენისადმი. დღეს ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ჩანს, რომ აქ ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ იოტისოდენა სერიოზულობითაც კი მივიღოთ ამ კაცის ინიციატივა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი და ის ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) წარადგინეს.კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვს ანგარიშს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე საქართველოში.კერძოდ, კანონპროექტი მოითხოვს აშშ-ის მხრიდან სტრატეგიის მომზადებას, რომელიც განსაზღვრავს აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიზნებს; შეაფასებს, რა სახის დახმარება და რესურსები უნდა გამოყოს აშშ-მ საქართველოსთვის; დაადგენს, უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის; შეაფასებს, რამდენად არის საქართველოს მთავრობა მზად აშშ-სა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“