საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რაც მათი არჩევის კვორუმს ეხება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რაც მათი არჩევის კვორუმს ეხება - პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატის ასარჩევად 76 ხმის ნაცვლად, 50 ხმა იქნება საკმარისი.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დაჩქარებული წესით იხილება, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ფორმირების წესს ეხება. აქ მთავარი სიახლე არის ის, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადება და შესაბამისად, სპეციალური საკონკურსო კომისიის შექმნა საჭირო აღარ იქნება. მეურვეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები სასურველ კანდიდატებს საკუთარი შეხედულებით წარადგენენ.

პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა ცვლილება, რომლის მიხედვით, ოპოზიციის მიერ შერჩეული მეურვეობის კანდიდატის დასამტკიცებლად 50 დეპუტატის ხმა საკმარისი იქნება.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციის კვოტით წარდგენილი მეურვეობის კანდიდატი აირჩევა, თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი დაუჭერს მხარს, ხოლო უმრავლესობის, სახალხო დამცველისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების ასარჩევად კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 ხმა დარჩება.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან – მეურვისგან შედგება. პარლამენტი ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით ირჩევს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული და სამს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება