საქართველოს პროკურატურა პროკურორის ან გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსს აცხადებს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად, რომლებიც პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას განახორციელებენ.

უწყების ინფორმაციით, სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს ან ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს.

„კონკურსი 3 -ეტაპიანია: განაცხადების გადარჩევა, ტესტირება, გასაუბრება.

კონკურსში წარმატებული კანდიდატები, შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით სტაჟიორებად დაინიშნებიან.

სტაჟირება ანაზღაურებადია.

სტაჟიორების ხელფასი 1390 ლარის ოდენობით იქნება განსაზღვრული.

საკონკურსო განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 10 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროკურატურის ვებგვერდს - WWW.POG.GOV.GE“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა