ირაკლი კობახიძე - 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, ახლა დარჩათ ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია - ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება

2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ახლა დარჩათ ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია -ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 11 ივნისს, უვიზო მიმოსვლის საკითხზე დაგეგმილ შეხვედრას შეეხებოდა.

მისივე თქმით, „ეს შანტაჟი აბსოლუტურად ფუჭად ჩაივლის და ეს არის განცხადებები, რომელსაც არავითარი ფასი არ აქვს“.

„ჩვენ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ახლა დარჩათ ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, რომ დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. ამას არავითარი ფასი არ აქვს. თავადაც მგონი ხვდებიან, ამ დონეზე აანალიზებენ პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ფუჭად ჩაივლის. ეს არის განცხადებები, რომელსაც არავითარი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი და 11 ივნისს საქართველოს მხარეს და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა.

„2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ. მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც შეჩერება გამოიწვია. ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება