ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები

უკანასკნელ პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი ადამიანების შეცდომაში შეყვანა და მათგან მოტყუებით თანხის მიღებაა.

ერთი სქემა ითვალისწინებს WhatsApp-ში ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციაში, ერთი შეხედვით ნაცნობი კონტაქტისგან, შეტყობინების მიღებას. შეტყობინებაში ყალბი ბმულით თაღლითურ ვებგვერდზე გადასვლა და საბარათე თუ სხვა პირადი ინფორმაციის შეყვანაა მოთხოვნილი. შედეგად, თაღლითები იღებენ წვდომას ტელეფონზე. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ახლობლის სახელით მომხმარებელი პირდაპირ გადარიცხვის მოთხოვნას იღებს.

მეორე სქემის თანახმად, ელ-ფოსტაზე ფინანსური ინსტიტუტების სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები, რომლებშიც, თითქოსდა ახალი რეგულაციების მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებლისგან საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლას ითხოვს. აქაც, მომხმარებლებს პირადი ან ბარათის ინფორმაციის შეყვანის მოთხოვნა ხვდებათ. ⚠️ გახსოვდეთ:

  1. არ დაეყრდნოთ მხოლოდ შეტყობინებას, თუნდაც ის მეგობრის ან ოჯახის წევრისგან იყოს გამოგზავნილი - თუ ერთი სხვა საკომუნიკაციო არხით თანხის გადარიცხვას გთხოვენ, მოთხოვნა სხვა არხით გადაამოწმეთ ან დაუკავშირდით გამომგზავნს პირადად.
  2. ბანკი არასდროს მოგთხოვთ კონფიდენციალური ინფორმაციის ვებგვერდზე შეყვანას - ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ბანკთან ოფიციალური საკომუნიკაციო არხით.
  3. სისტემატიურად განაახლეთ თქვენი მობილური ტელეფონი და სამუშაო კომპიუტერის ოპერაციული სისტემის ვერსია - თაღლითები სწორედ განუახლებელი მოწყობილობების მოწყვლადობებით სარგებლობენ და თაღლითურ სქემებს მათი მეშვეობით ახორციელებენ.
  4. ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია - ის კიდევ ერთ დამატებით უსაფრთხოების შრეს წარმოადგენს თქვენი მოწყობილობებისა და ანგარიშების დასაცავად.
  5. იმ შემთხვევაში, თუ მოტყუვდით და გააზიარეთ პაროლი, ფინანსური ან საბარათე მონაცემები თაღლითურ გვერდზე, შეცვალეთ ეს პაროლი ყველგან და დაბლოკეთ ის ბარათი, რომლის მონაცემებიც თაღლითურ ვებგვერდზე შეიყვანეთ.

ფინანსური ან პირადი მონაცემების გაზიარებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ ნამდვილად სანდო სივრცეში შეგყავთ. რამდენიმე წუთიანმა გადამოწმებამ შესაძლოა თავიდან ფინანსური ზარალი აგარიდოთ!

(R)

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება