დონალდ ტრამპი - ირანს მოლაპარაკებებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდა, ახლა ეს ძვირად დაუჯდება

ირანს მოლაპარაკებებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდა, ახლა ეს ძვირად დაუჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანის არმია სრულად ჩამოშლილია. მისი დიდი ნაწილი, მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ძალები, აღარც კი არსებობს. ისინი სრულად განადგურდნენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „ირანი ბევრს საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს“.

„ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელი მკვდარია. მათ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდათ, შეთანხმების, რომელიც მათთვის შესანიშნავი იქნებოდა, ახლა ეს ძვირად დაუჯდებათ“, - აცხადებს ტრამპი.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა