ომბუდსმენი განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათ შორის, დაწესებულებაში მყოფი ალეკო ელისაშვილი მოინახულა

10 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იოსელიანმა პატიმრობაში მყოფი ალეკო ელისაშვილიც მოინახულა.

„სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაწესებულებაში პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებზე; გაესაუბრა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს და მათ შორის, მოინახულა დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ალექსანდრე ელისაშვილი.

საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პატიმართა უფლებების დაცვა და არსებული გამოწვევების დროული გამოვლენა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება