BBC - ბელფასტში დანით თავდასხმაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია

ბელფასტში დანით თავდასხმაში ბრალდებული სასამართლოს წინაშე წარდგა, ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბელფასტში ორშაბათს ღამით მომხდარი დანით თავდასხმაში ბრალდებული 30 წლის სუდანის მოქალაქე, ჰადი ალოდიდია.

სუდანელ მამაკაცს ბრალი წაუყენეს სტივენ ოგილვის მკვლელობის მცდელობისთვის, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) რენტგენოლოგის მკვლელობის

მუქარისთვის და დანის შენახვისა და ტარებისთვის.

თავდასხმაში ბრალდებული ოთხი კვირით წინასწარ პატიმრობაში რჩება და სასამართლოს წინაშე დისტანციურად 8 ივლისს წარდგება.

დაზარალებული 40 წელს გადაცილებული სტივენ ოგილვია, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობს.

დანით თავდასხმის შემდეგ სტივენ ოგილვიმ მარცხენა თვალი დაკარგა და დაზიანებული აქვს მარჯვენა თვალიც. ასევე, ოგილვის დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აქვს მიღებული.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ ბელფასტში დანით თავდასხმა ორშაბათს მოხდა, ხოლო შემდეგ თავდასხმის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც მიგრანტების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

სამშაბათს ღამით ბელფასტში დემონსტრანტებმა ავტომობილები, სახლები და ავტობუსი დაწვეს. ასევე, ძალადობრივმა დემონსტრანტებმა ოჯახები სახლებიდან გამოყარეს და ფანჯრები ჩაამსხვრიეს. შენიღბული დემონსტრანტები სამართალდამცავებსაც დაუპირისპირდნენ. შეტაკებების შედეგად ორი ოფიცერი დაშავდა, რის შემდეგაც პოლიციის მხარდასაჭერად

ჩრდილოეთ ირლანდიაში 200 ოფიცერი გაგზავნეს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება