გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს 10:00-იდან 19:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, 11:00-იდან 15:00 საათამდე - სოფლებში ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა, მჭადიჯვარი, ასევე ახალგორის რაიონის სოფლებში ახმაჯი, ნაგომევი, ხარბალი. 15:50-იდან 20:00 საათამდე - სოფლებში ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, არანისი, ჟინვალი, იორი, უნდილაანთკარი, ეთვალისი, მღვიმე, არაგვისპირი.

11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები და მიმდებარე სოფლებში. 11:00-იდან 15:00 საათამდე - აბონენტებს დაბა თიანეთში, სოფლებში ჟებოტა, ზარიძეები, ახალსოფელი, ქვემო არტანი, მამადაანები, ლიშო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა