პროკურატურა - ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც დაზარალებულის სახსრებით ნაყიდი ხუთი ბინა გაასხვისა და მიღებული თანხა - 836 880 ლარი მიისაკუთრა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მატერიალური აქტივის დაგროვებაში დაეხმარებოდა, რის შემდეგაც დაზარალებულის ხარჯებით ნაყიდი ხუთი ბინა პირადად გაასხვისა და მიღებული თანხა, ჯამში - 836 880 ლარი მიისაკუთრა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის დაუფლების და მითვისების მიზნით დაზარალებულს დაჰპირდა, რომ მატერიალური აქტივის დაგროვებაში დაეხმარებოდა. ბრალდებულის შეთავაზებით, იგი დაზარალებულის ფინანსური სახსრებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ ბინებს შეიძენდა, რომელთა ნაწილი გაფორმდებოდა დაზარალებულის ოჯახის წევრების, ნაწილი კი - ფიქტიურად თავად ბრალდებულის სახელზე. ბრალდებულმა აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, თბილისში ნაყიდი ხუთი ბინა პირადად გაასხვისა მესამე პირებზე და მიღებული თანხა, ჯამში - 836 880 ლარი მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება