უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტერ მადიარის შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება

ვიმედოვნებთ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტერ მადიარის შეხვედრა უახლოეს დროში ჩატარდება, გვაქვს დადებითი სიგნალები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიხიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა.

“ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა უახლოეს დროში ჩატარდება. არ გავამხელ ჩატარების ადგილს ან ზუსტ დროს. მხოლოდ დავადასტურებ, რომ ამაზე ვმუშაობთ და გვაქვს გარკვეული დადებითი სიგნალები, რომ შეხვედრა შესაძლოა უახლოეს დროში ჩატარდეს”, - განაცხადა ტიხიმ.

მან, ასევე, განაცხადა, რომ დღის წესრიგი “საკმაოდ აშკარა” იქნება და აღნიშნა, რომ უკრაინას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება სურს.

“უკვე დავინახეთ გარკვეული დადებითი პროგრესი ყველაზე მგრძნობიარე საკითხებში, როგორიცაა ეროვნული უმცირესობების საკითხი. მოვახერხეთ ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგის განბლოკვა”, - განაცხადა ტიხიმ.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კონკრეტულად საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ახლა ძალიან აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ სანქციები დააბრუნონ კონკრეტული რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც უნგრეთს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ სასანქციო სიებიდან ამოიღო.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება