საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული გიორგი ქორქია - ბევრი ზის ციხეში უსამართლოდ და ყველას ვუსურვებ, მალე გათავისუფლებულიყვნენ

ბევრი ზის ციხეში უსამართლოდ და ყველას ვუსურვებ, რომ მალე გათავისუფლებულიყვნენ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა გიორგი ქორქიამ განაცხადა.

„მოვიკითხავ ბიჭებს, რომლებიც ციხეში სხედან. ბევრი ზის ციხეში უსამართლოდ და ყველას ვუსურვებ, რომ მალე გათავისუფლებულიყვნენ. ახლა ვფიქრობ, რომ სახლში წავიდე, ჩემს ოჯახს მოვესიყვარულო“, - განაცხადა გიორგი ქორქიამ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ბრალის აღიარებას უკავშირდებოდა, ქორქიამ თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებს და დასძინა: "ვაღიარებ თუ არ ვაღიარებ, მე ვიცი".

ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა