სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შესაბამის ზომებს განიხილავენ

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო სომხეთის მიმართ შესაბამისი ზომების გამოყენებას განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები გაერთიანების დებულების შესაბამისი მუხლის განხილვაზე შეთანხმდნენ სომხეთის მიმართ, რომელიც ორი წლის განმავლობაში გადასახადებს არ იხდის.

“7 ივნისს, ზუსტად სომხეთში არჩევნების დღეს, ჩემმა კოლეგამ არარატ მირზოიანმა ОДКБ-სთან დაკავშირებულ კითხვაზე განაცხადა: “ჩვენ გადასახადებს არ ვიხდით, ვინაიდან, უბრალოდ არ ვმონაწილეობთ”. … დღეს განვიხილეთ, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ ვითარებაში. და უკვე 2 წელზე მეტია აქვს სომხეთს დავალიანება ОДКБ-ის ბიუჯეტის წინაშე. ეს არის ვითარება, რომელიც ორგანიზაციის დებულებით არის გათვალისწინებული... და დღეს ОДКБ-ის დებულების შესაბამისი მუხლის განხილვაზე შევთანხმდით”, - განაცხადა ლავროვმა.

ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა