„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

"ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.

კერძოდ, კომპანია განცხადებაში განმარტავს, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინებების თანახმად, თბილისის რამდენიმე მისამართზე მოქალაქეებთან მივიდნენ პირები, რომლებიც კომპანიის ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და აცხადებდნენ, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი მოძველებულია და შეცვლას საჭიროებს.

მოქალაქეების ინფორმაციით, აღნიშნული პირები მათგან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენასა და პირადი მონაცემების გაზიარებას ითხოვდნენ.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები კომპანიის მიერ არ ხორციელდება და აბონენტებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების მოთხოვნა მსგავსი ფორმით არ ხდება, ხოლო ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში მოქალაქეებმა ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადასცენ პირადი მონაცემები უცნობ პირებს და სავარაუდო თაღლითური ქმედებების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ როგორც კომპანიას, ისე სამართალდამცავ ორგანოებს”, - აღნიშნავს კომპანია „ენერგო- პრო ჯორჯია“.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა