ირაკლი კირცხალია - ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ოდიოზური ფიგურაა.

კერძოდ, კირცხალია გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რეალურად რას უკავშირდება დასავლელი პარტნიორების შეშფოთება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართ? - კირცხალია პასუხობს, რომ ჯო უილსონი კომიკურ-ოდიოზური პიროვნებაა და მის შეფასებას არ აპირებს, არც ღირსად მიიჩნევს.

მისივე თქმით, "ქვეყანაში მყოფი აგენტურა საქართველოს ცრუ დასმენითაა" დაკავებული.

"ისინი არიან მიჩვეული, რომ შენ ვერ ილაპარაკებ ჩინეთთან, შენ სანქცია უნდა დაუწესო რუსეთს და აშიმშილო შენი ქვეყანა, შენ ომში უნდა ჩაერთო, თორემ ჩვენ ჩინეთთანაც უნდა ჩავიდეთ და ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ და რუსეთთანაც უნდა ვივაჭროთ. მაგრამ, ნურას უკაცრავად, ეს პოლიტიკა... ჯო ვილსონმა ვის რა დაავალა... კიდევ ერთხელ ვამბობ, მისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს. ქართული აგენტურა, რომელიც დარბის სხვა ქვეყანაში და ცრუ დასმენით არის თავისი ქვეყნის მიმართ დაკავებული და მისი მასპინძელი რომელ აბსურდს მოხლართავს თავის ჭკუაში, გადახდილი თანხის ზომიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის ამაზე სერიოზული პოლიტიკური პასუხი გასაცემი", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ "რუსთავი2"-თან.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება