ანტონიო გუტერეში - ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა უფრო ცეცხლის შემცირებას ჰგავს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა უფრო ცეცხლის შემცირებას ჰგავს, ვიდრე რეალურ ზავს.

„ახლო აღმოსავლეთი უფრო ღრმა კრიზისშია ჩაფლული და შედეგები რეგიონს სცილდება. ამ კვირაში კიდევ უფრო ფართო შეტევები და ვითარების გაუარესება მოხდა. აქ ცეცხლის შეწყვეტა უფრო ცეცხლის შემცირებას ჰგავს. არ უნდა დავაკნინოთ იმის საფრთხე, რომ შემცირებული ცეცხლი სრულმასშტაბიან ომად გადაიქცეს“, - დაწერა გუტერეშმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყველა მხარემ დიპლომატიური გადაწყვეტისკენ უნდა იმუშაოს და თავდასხმებისა და საბაბის დასახელების დრო არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა