ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით

ბაზისბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებასა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას. ბაზისბანკის მობაილბანკის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მომენტალურად გადარიცხონ თანხა სხვა ბანკში მხოლოდ ანგარიშის ნომრის მითითებით 24/7-ზე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

ანგარიშის ნომრით მომენტალური გადარიცხვების დახმარებით, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ბაზისბანკსა და საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ლიბერთი ბანკის და კრედო ბანკის ანგარიშებს შორის, მხოლოდ ანგარიშის ნომრის (IBAN) გამოყენებით გადარიცხონ სასურველი ოდენობის თანხა სასურველ ვალუტაში. ტრანზაქცია მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება მიმღების ანგარიშზე.

მომენტალური გადარიცხვების უპირატესობები:

  • მობაილბანკით თანხის გადარიცხვა ანგარიშის ნომრით
  • ლარის, აშშ დოლარის და ევროს გადარიცხვა მობაილბანკით
  • 24/7-ზე თანხის მომენტალური ასახვა მიმღების ანგარიშზე

ლარში, აშშ დოლარსა და ევროში ერთჯერადად 2,000 ერთეულის გადარიცხვის ლიმიტი მოქმედებს. ანგარიშის ნომრით მომენტალური გადარიცხვების შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე

თუ ჯერ არ გაქვთ ბაზისბანკის ახალი მობაილბანკი, გადმოწერეთ და დარეგისტრირდით მარტივად Apple Store-დან ან Google Play-დან.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა