მედია - ოკუპირებულ ყირიმში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხიდები დაზიანდა

ოკუპირებულ ყირიმში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხიდები დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ტელეგრამ“ არხების ცნობით, ღამით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა. თავდასხმა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ არმიანსკში მდებარე საავტომობილო ხიდებზე. დაზიანდა სატვირთო ავტომობილები.

რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ სიმფეროპოლშიც. ასევე, აფეთქებების შემდეგ სევასტოპოლის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია გაითიშა.

ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ ოკუპირებულ ყირიმში „შესასვლელი სახმელეთო ხიდები თითქმის აღარ დარჩა“.

ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ დღეს საწვავი აღარ გაიყიდება, რადგან ღამით ქალაქში საწვავის გადამზიდი ავტომობილები ვერ შევიდნენ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა