Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ, რომელიც კაია კალასისთვის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისთვის უფლებამოსილებების ჩამორთმევას ითვალისწინებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები საგარეო ქმედებათა სამსახურის რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times -ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები წინადადებას განიხილავენ, რომელიც ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, კაია კალასისთვის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისთვის (EEAS) უფლებამოსილებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

წყაროების ცნობით, ევროპელი ლიდერები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უფლებამოსილების ევროკომისიისთვის და წევრი ქვეყნებისთვის დაბრუნების ვარიანტს განიხილავენ.

მათივე თქმით, ძირეული რეფორმის მიზანს გეოპოლიტიკურ კრიზისებზე ევროკავშირის რეაგირების გაუმჯობესება წარმოადგენს.

„ნათელია, რომ EEAS-ი დღევანდელ სამყაროში ისე აღარ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ის დისფუნქციურია. პრობლემა სტრუქტურულია და ამიტომ სტრუქტურა თავიდან უნდა შეიქმნას“, - განუცხადეს გამოცემას წყაროებმა.

გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის მთავრობის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი წინადადება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისთვის, კაია კალასისთვის ავტონომიის შეზღუდვას ითვალისწინებს.

„დედაქალაქები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მათ საგარეო არენაზე მეტი ეფექტურობისთვის ერთსულოვნად მოქმედება სურთ. რეალური რისკი არსებობს, რომ შეიძლება საგარეო ქმედებათა სამსახური დაიშალოს“, - აღნიშნეს წყაროებმა.

მათი ცნობით, წევრი ქვეყნების უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ კაია კალასი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებზე. ასევე, წევრი ქვეყნები თვლიან, რომ ხშირად კალასი ისეთ წინადადებებს წარადგენს ხოლმე, რომელიც მათთან შეთანხმებული არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა