გრიგოლ გეგელია - კონტრასტი ნათელია - ახლა ევროკავშირთან მოლაპარაკებას  გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნდა ვიწყებდეთ, მაგრამ მოლაპარაკება სულ სხვა რამეს ეხება: დავკარგავთ თუ არა უვიზო რეჟიმს - ეს არის „ქოცური“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგი

ქართული საზოგადოებისთვის კონტრასტი ნათელია - ახლა ევროკავშირთან მოლაპარაკებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნდა ვიწყებდეთ, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებული მოლაპარაკება სულ სხვა რამეს ეხება - დავკარგავთ თუ არა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს - ეს არის „ქოცური" პოლიტიკის პირდაპირი შედეგი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას შეფასებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის წინაშე „რამდენიმე ათეული უბადრუკი „ქოცის“ გამო დგას, რაც არის ძალიან მძიმე და ტრაგიკული გარემოება“.

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა საკუთარ საწადელს მიაღწია - მილიონობით ქართველი იმ რისკის წინაშე დადგა, რომ სამწუხაროდ, შესაძლოა ევროკავშირის მასშტაბით უვიზო მიმოსვლა დავკარგოთ. ეს ქართველი ხალხისთვის მძიმე დარტყმაა, რაც არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის პირდაპირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ერთადერთი მხარე, ვისი ქმედებების გამოც განიხილება საკითხი, შეწყდეს თუ არა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა, ეს არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი.

რაც ბრიუსელიდან - ევროკომისიიდან და ევროპარლამენტიდან გვესმის, მოლოდინი არის საკმაოდ სკეპტიკური. თუ საქართველოში პოლიტიკური პროცესები ასე გაგრძელდა - თუ გაგრძელდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნა, რაც არის კრიტერიუმი, რომლის მიხედვით განისჯება, უნდა ჰქონდეს თუ არა უვიზო სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლას ჩამოგვართმევენ.

პაპუაშვილს უთქვამს, უნდათ ქვეყანა დავაქციოთო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ურცხვი პროპაგანდა. დაქცევას არავინ ითხოვს. ყველა ითხოვს იმას, რომ საქართველოს კანონის უზენაესობა და გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები ჰქონდეს. პაპუაშვილი ამას ნათლავს ქვეყნის განადგურებად. ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ევროპა ითხოვს იმას, რაც არის ჩვენთვის კარგი, ხოლო ის რაც არის ჩვენთვის კარგი, ამას პაპუაშვილი ქვეყნის განადგურებას უწოდებს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დღეს, ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, - დაწერა იოზვიაკმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს.

„ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით“, - განაცხადეს უწყებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“