„ალდაგი“ EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ელექტრომობილების ყველაზე მასშტაბური გამოფენის, EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია, რომელიც 13-14 ივნისს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა „მართე ცვლილებები“ და სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს ერთ სივრცეში იხილონ წამყვანი საერთაშორისო ბრენდების პრემიუმ კლასის ელექტრომობილები, ჭკვიანი ტექნოლოგიები და ტესტ დრაივ სივრცე.

“მოხარული ვართ, რომ საქართველოში დამკვიდრდა ელექტრო მანქანების მოხმარების გამოცდილება. მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც ელექტრო მანქანების დაზღვევა სურთ, ყოველდღიურად იზრდება. ალდაგი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელშიც ყველაზე მეტი ელექტრო მანქანაა დაზღვეული, შესაბამისად, ვცდილობთ, მძღოლებს ელექტრო მანქანებზე მორგებულ სადაზღვევო პირობებთან ერთად, მეტი კომფორტი შევთავაზოთ და გავზარდოთ წვდომა ამ მიმართულებით,”- აცხადებენ ალდაგში;

ალდაგში, ელექტრო მანქანების დაზღვევაზე მომხმარებლები ინდივიდუალური პირობებით სარგებლობენ. ინდივიდუალური სადაზღვევო პრემია, სხვადასხვა ფაქტორებისა და მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება და ფარავს ყველა შესაძლო ან/და განსხვავებულ რისკს, რაც შეიძლება ელექტრო მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ელემენტების შეკეთება ან/და შეცვლა, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ. ალდაგში ელექტრო მანქანების დაზღვევისა და ანაზღაურების მიმართულებით ცალკე გუნდი მუშაობს, რომელიც ელექტრო ავტომობილების მძღოლებს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს სთავაზობს.

ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა