იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული 20 რაკეტა მოიგერიეს

იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული 20 რაკეტა მოიგერიეს.

„ხუთშაბათს გამთენიისას, იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ზარქას პროვინციაში ირანიდან გაშვებული 20 რაკეტა ჩამოაგდო. რაკეტების მოგერიებისას ფრაგმენტები ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

ამასთან, ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანიდან გაშვებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, 11 წლის გოგონა დაშავდა.

უწყების განცხადებით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ დედაქალაქ მანამაში ავტომობილები და სახლები დაზიანდა.

შეგახსენებთ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმები განახორციელა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა