ნიკა გვარამია - ტექნიკური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ გასულია  რეალობიდან - ევროპული ბიუროკრატიის იმედი მაქვს, რომელიც ნელა მუშაობს, რომ ვერ მოასწრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ვიდრე ეს ხელისუფლება არის

მაკა ბოჭორიშვილი ჩავა იმით, რომ კიდევ ახალი პოლიტიკური პატიმრები ეყოლებათ თუ ევროპა კარგად არ მოიქცევა, სხვა რით უნდა ჩავიდეს მაკა ბოჭორიშვილი, თავისი ძვირიანი ტანსაცმლის გარდა? - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება, ეს ქართველებისთვის დიდი პრობლემა იქნება.

„რეკომენდაციები მარტო დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ხომ არ ეხება? ტექნიკური თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ გასულია რეალობიდან. ევროპას კი არ ვჭირდებით ჩვენ, არამედ ჩვენ გვჭირდება ევროპა, უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით.

ჩვენ თუ რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, ევროპას დარდი რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქე ევროპაში ადვილად ჩავა თუ არა? ჩვენ უნდა გვქონდეს იმის დარდი და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ეს არ დავკარგოთ.

ევროპული ბიუროკრატიის იმედი მაქვს, რომელიც ნელა მუშაობს, რომ ვერ მოასწრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ვიდრე ეს ხელისუფლება არის.

ეს ყველაფერი პოლიტპატიმრებისა და ტყვეების საქმეებია და ეს ერთიანი სავაჭრო ლოტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გამოაქვს და მაგიდაზე „დაახორაგებს“, რომ მოლაპარაკებები გაიმარტივოს. „შარლ მიშელი 2“ არ გამოვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ყოფნის მუდმივს უფლებას ვერ მოიპოვებს",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი და 11 ივნისს საქართველოს მხარეს და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა.

„2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ. მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც შეჩერება გამოიწვია. ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“