ბათუმში, 13 ივნისს, ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება

პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მდგრადი ურბანული განვითარების პროექტის (SUD) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება. გამოფენას ბათუმი13 ივნისს უმასპინძლებს 6 მაისის პარკში, კოლონადებთან. ენერგო ეფექტურობის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანიის 100-მდე ენერგოეფექტური პროდუქტი. მონაწილე კომპანიებს შორის არიან: ნოვა, ახალი ნათება, გორგია, ციტალელი, GRC და სხვა ეკო ინიციატივების მქონე კომპანიები.

გამოფენაზე სტუმრობა საინტერესო იქნება, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, მშენებლობით, რემონტითა და თანამედროვე ეკოლოგიური გადაწყვეტილებებით დაინტერესებული ნებისმიერი ვიზიტორისთვის.

  • 13 ივნისი, 6 მაისის პარკი, კოლონადებთან
  • 13:00 სთ-დან

გამოფენის შესახებ სრული ინფორაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა