ევროკომისიის პრესსპიკერის განმარტებით, ევროკომისიასა და საქართველოს დელეგაციას შორის შეხვედრის მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია

ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის განმარტებით, დღეს, ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია.

ამის შესახებ მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე დღეს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.

„როგორც ამ კვირაში აღვნიშნე, დღეს ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართება. ეს სავიზო რეგულაციის მექანიზმით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესია, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ იწყება. ეს მოჰყვება 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 12 თვის ვადით დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ლამერტმა.

მისი თქმით, დღევანდელი „შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც შეჩერება გამოიწვია“.

„სწორედ ამის შესახებ იქნება საუბარი. ასევე, შეხსენებისთვის იმ გარემოებებს აღვნიშნავ, რამაც შეჩერება გამოიწვია, კერძოდ, საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა