გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 ივნისს 10:30-იდან 20:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი და მიმდებარე ტერიტორიაზე, 10:40-იდან 19:00 საათამდე - სოფლებში ჩინთი, ახალციხე, დოლოშა, გურგალველი, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში.

11:50-იდან 18:30 საათამდე ენერგო მომარაგება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფ. გლდანის გიორგიწმინდის დასახლებაში დავით აღმაშენებლის, სოხუმის, სანდრო კანდელაკის, წერეთლის, ჭავჭავაძის, გაგრის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:40-იდან 11:45 საათამდე და 15:55-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი, წილკანი, არაშენდა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 12:00-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ჩარდახი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა