აშშ-მა ომანის ყურეში კიდევ ერთ ნავთობტანკერს დაარტყა

აშშ-მა ომანის ყურეში კიდევ ერთ ნავთობტანკერს დაარტყა, - ინფორმაციას Sky News-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავმა გემის ძრავის განყოფილებას Hellfire ტიპის რაკეტებით დაარტყა, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟი ამერიკული სამხედრო ძალების მითითებებს არ დაემორჩილა“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ MT Jalveer-ს ირანული ნავთობი გადაჰქონდა და საზღვაო ბლოკადა დაარღვია.

ცნობისთვის, ეს მესამე ნავთობტანკერია, რომელსაც აშშ-მა მიმდინარე კვირაში დაარტყა. აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სამშაბათს პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ MT Settebello-ზე დარტყმას სამი ინდოელი მეზღვაური ემსხვერპლა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა