ალექსანდრე გაჩეჩილაძე - Dan Air იქნება ევროპიდან რიგით მე-17 ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ფრენებს განახორციელებს

საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია ემატება. რუმინული Dan Air-ი თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულებას მომავალი თვიდან შეუდგება. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე აცხადებს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება და ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

„Dan Air-ი იქნება ევროპიდან რიგით მე-17 ავიაკომპანია, რომელიც განახორციელებს ფრენებს, ხოლო ბუქარესტი-თბილისის მიმართულება იქნება რიგით 42-ე საჰაერო ხაზი, სადაც შესრულდება ფრენები.

საქართველოსა და ევროპას შორის ამჟამად ფრენები ხორციელდება 160 სიხშირით. ევროპული ავიაკომპანიების წილი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 35%-ს შეადგენს და აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად მეტყველებს იმას, რომ საქართველოსა და ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება", - განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა