გერმანიის სახმელეთო ძალების მთავარსარდალი - ნატო-ს 32-ვე პარტნიორი თანხმდება, რომ 2029 წელს რუსეთს შესაძლოა ალიანსის წევრ ქვეყანაში შეჭრის შესაძლებლობა ჰქონდეს

ნატო-ში ფართო კონსენსუსია იმაზე, რომ 2029 წელს ან უფრო ადრე რუსეთი შეიძლება თავს დაესხას ნატო-ს წევრ ქვეყანას. ამის შესახებ გერმანიის სახმელეთო ძალების მთავარსარდალმა, კრისტიან ფროიდინგმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას ნატო-ს ტერიტორიას მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე.

“2029 წელი - ეს გერმანული პროგნოზები არაა. ეს სადაზვერვო მონაცემებია, რომლებიც ნატო-ს ფარგლებშია შეთანხმებული.

ნატოს 32-ვე პარტნიორი თანხმდება იმაზე, რომ 2029 წელს რუსეთს შესაძლოა ნატო-ს წევრ ქვეყანაში შეჭრის შესაძლებლობა ჰქონდეს”,-განაცხადა ფროიდინგმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა მსგავსი ქმედებები უფრო ადრეც დაიწყოს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ომის უკვე მეხუთე წელი იწყება და კიევი ამბობს, რომ მოსკოვმა 1.3 ადამიანი და ტექნიკის დიდი რაოდენობა დაკარგა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება